Friday, February 8, 2013


და ბოლოს...







ჩემი თემის დასასრულს მინდა გითხრათ თუ რა გამოცდილება მომცა ამ თემაზე მუშაობამ. აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ფაქტი, მაგალითად ის რომ გამოკითხული 100 კაციდან თეატრი უყვარს 83% პროცენტს, მაგრამ თეატრში ხშირად დადის მხოლოდ 15 %. გარდა ამისა ნათლად დავინახე, რომ დღეს საქართველოში თეატრი ბიზნესის კუთხით პერსპექტივით ნამდვილად ვერ იამაყებს. ყველაზე მეტად სასიამოვნო აღმოჩენა კი ჩემთვის იყო ის, რომ თეატრი ახალგაზრდა დამწყებ მსახიობებს მხოლოდ პროფესიად არ აქვთ ქცეული(და ვერც ექნებათ სამსახურად ქცეული, რადგან არ აქვთ შემოსავალი) და რომ მათ გულწრფელი სიყვარულით უყვართ ეს საქმე. თუმცა იყო არასასიამოვნო აღმოჩენებიც მაგალითად ის რომ  თეატრის მიმართ ის გულწრფელი სიყვარული რაც ადრე იყო დღეს  ცოტას თუ აქვს, სამწუხაროა მაგრამ თეატრი ახლა უმეტესად უყვართ იმიტომ,  რომ ,,მოდაშია”. 
და ბოლოს მინდა ვთქვა, მე მიხარია, რომ ვსწავლობ ისეთ უნივერსიტეტში, რომელსაც საკუთარი, საკმაოდ ცნობილი თეატრი აქვს!   სულ ეს იყო ალბათ  რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა.  ...
    იმედია ბლოგი თქვენთვის საინტერესო იქნება.  

No comments:

Post a Comment